A review by bessa
The Mystery of Money by Bernard A. Lietaer

5.0

ფული, როგორც არა მატერიალური რაღაცა, არამედ კონსენსუსი ადამიანებს შორის, პრეისტორიული დროიდან გამჯდარი კოლექტიურ არაცნობიერში, როგორც რიტუალი, კულტი, მისტერია, თავისი არქეტიპებით და ჩრდილებით - ნუ აი გადავირიე, მართლა ვერასოდეს დავაკავშურებდი ამ ყველაფერს ერთად ფულში..
განსაკუთრებით საინტერესოდ არის მოცემული X-XIII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდი, დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთი, როდესაც ევროპაში აშენდა ყველაზე მეტი კათედრალი (ისევე როგორც ჩვენთან), ხიდი, არხი, წისქვილი, ა.შ. აყვავდა კომერცია; საზოგადოებაში გაძლიერდა ქალის როლი და არქეტიპი, ცხოვრების დონე მკვეთრად გაუმჯობესდა, მოკლედ 1:1 'ვეფხისტყაოსნის' სამყაროს ხატავს ავტორი იმდროინდელ ევროპაში და საკმაოდ დამაჯერებლად გვიმტკიცებს, რომ ეს 'შუასაუკუნეობრივი რენესანსი' მაშინდელი უნიკალური საფინანსო სისტემით იყო განპირობებული, რომლის ანალოგიც მხოლოდ ძველ ეგვიპტეშიაო - მართლა ძალიან საინტერესო და გასაოცარი წიგნია რა..