A review by bessa
Война и мир. Том 1 by Leo Tolstoy

5.0

რუკებთან ერთად (განსაკუთრებით, ინტერაქტიულ და ძველ სამხედრო), ეს იმ სხვა გაფართოებულ ან დამატებით განზომილებაში გადასვლაა, სადაც საოცარი სისრულით და ისეთი უწვრილესი დეტალებით აღიქვამ ტექსტს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია მხოლოდ წაკითხვით გაიგო, იგრძნო და დაინახო..

რუკების პრაქტიკა ბრემ სტოკერის 'დრაკულას' დროს დავინერგე და განსაკუთრებით მაგარი იყო საფონის 'დაკარგული წიგნების სასაფლაოს' ტეტრალოგიის დროს, მაგრამ აქ რეალურ ისტორიას ხედავ, თავისი ფიგურებით, ვინ, სად რა როდის.. თან სახალისოცაა - ვთქვათ, იქ, სადაც ნაპოლეონი ემზადებოდა აუსტერლიცის ბრძოლისთვის და შეიძლება ცხენებს აძოვებდა, ახლა ბრნოს აეროპორტია და ეგეთი რამეები:)

თქვენც მოსინჯეთ აბა და მე კი გადავედი მეორე ტომზე:)